ქეცბაია „ანორთოსისიდან“ წასვლაზე ალაპარაკდა - დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში აქ აღარ ვიქნები #1TVSPORT
ქეცბაია „ანორთოსისიდან“ წასვლაზე ალაპარაკდა - დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში აქ აღარ ვიქნები #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის 30-ე ტურში ლიმასოლის აელ-თან საშინაო მარცხის (1:2) შემდეგ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფრენციაზე განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მომავალ სეზონში გუნდში აღარ იქნება.

„ზედიზედ მეორე თამაშია მოედანზე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წავაგოთ. სამწუხაროდ, ჩვენ შესაძლებლობები გვქონდა როგორც „ოლიმპიაკოსთან“, ისე აელ-თან, მაგრამ ვერ მოვიგეთ. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ჩვენ შევეცადეთ, ეს არ არის ის, რომ გარკვეულ მომენტში საჭიროა იღბალი. იღბალმა ზურგი კი შეგვაქცია და ბოლო მატჩებში ქულაც ვერ ავიღეთ. აელ-მა ორჯერ შემოგვიტია და ორივეჯერ გაგვიტანა. ახლა ჩვენ რეალისტები რომ ვიყოთ, ბრძოლა თასისთვის უნდა გავაგრძელოთ. სამწუხაროდ, რთულ მომენტში ყველა ენას გამოყოფს. მაგრამ რასაც მივაღწიეთ ჩამოსვლის დღიდან, მეამაყება. რომ გაგვმართლებოდა, მეტი ქულა გვექნებოდა,“ – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

„ანორთოსისიდან“ სავარაუდო წასვლის შესახებ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციის ბოლოს განაცხადა,.

„არ ვიცი, მომავალ წელს აქ ვიქნები თუ არა. დიდი ალბათობით, აღარ ვიქნები. ახლა თასის მოგება გვსურს და ვნახავთ, რა გამოგვივა. ჩვენ ვიცით, რა გავაკეთეთ და რა ვითარებაში, როცა ზოგი ამას ვერ ხედავს. იმედგაცრუებული ვარ – ბევრი რამ გავაკეთე, როგორც მწვრთნელმა. ბოლო 11 წლის განმავლობაში ამდენი არ გაკეთებულა. ყველამ კარგად ვიცით, გასულ წელს რაც მოხდა. მაგრამ ჩემპიონობის მოსაპოვებლად გუნდს ბევრად მეტი სჭირდება,“ – ამბობს ქეცბაია.