ქავთარაძე ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს #1TVSPORT
ქავთარაძე ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს #1TVSPORT

ნოდარ ქავთარაძე მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში „საბურთალო“ დატოვა – 28 წლის შემტევი კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს.

ქავთარაძე მოსკოვში იზრდებოდა -„ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიის გაზრდილს მოსკოვური გუნდის დუბლებში უთამაშია. ასევე გამოდიოდა თბილისის „ლოკომოტივში“, გორის „დილაში“, თბილისის „დინამოში“, უნგრულ „მეზოკოვედში“, მიმდინარე სეზონი კი „საბურთალოში“ დაიწყო და 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

29 წლის ფლანგის ნახევარმცველისთვის ქუთაისური კლუბი უცხო არაა – ქავთარაძე „ტორპედოში“ 2019 წელს თამაშობდა და 20 მატჩში გატანილი 7 გოლით გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მოთამაშე იყო. მაშინაც გუნდში კახა ჩხეტიანმა მიიწვია.

ნოდარ ქავთარაძე მეორე ფეხბურთელია, რომელმაც თბილისელებთან კონტრაქტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შეაჩერა. შეგახსენებთ, რომ „საბურთალო“ მანამდე მეკარე ოთარ გოშაძემ დატოვა.