ნოდარ ქავთარაძე ქუთაისის „ტორპედოს“ დაემშვიდობა და კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
„ნოდარ ქავთარაძე ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას აღარ დაიცავს. კლუბი მადლობას უხდის ნოდარს გამოჩენილი პროფესიონალისზმისთვის და წარმატებებს უსურვებს“, – ვკითხულობთ „ტორპედოს“ განცხადებაში.
ნოდარ ქავთარაძე 29 წლისაა. ის მოსკოვის „ლოკომოტივის“ დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, მაგრამ 2017 წელს სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის „ლოკომოტივში“ ჩაირიცხა.
მერე იყო რამდენიმე ქართული გუნდი – ითამაშა გორის „დილაში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „დინამო თბილისში“. 2021 წელს უნგრულ „მეზოკოვეშდში“ გადავიდა, მაგრამ ტრავმებმა თამაშის საშუალება არ მისცა და მალე დაბრუნდა „დინამოში“, რომელიც სეზონის ბოლოს დატოვა. წლის დასაწყისში ქავთარაძე „საბურთალოში“ ჩაირიცხა, თუმცა ისიც მალე დატოვა და ზაფხულში ისევ ქუთაისის „ტორპედოში“ ჩაირიცხა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ პირველმა გუნდის კაპიტანმა, მარჯვენა მცველმა, ვაჟა ტაბატაძემ დატოვა.