ქართველთა ჯგუფი სან-ხოსეს სტადიონზე გურამ კაშიას მხარდამჭერი ბანერით მივიდა (ფოტო-გალერეა)
გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის „სან-ხოსემ“ გუშინ, საკუთარ მოედანზე, „დალასი“ 4-3 დაამარცხა და ოთხიდან ორი გოლი ვაკოს ანგარიშზეა. თუმცა, თამაში მხოლოდ ამით არ იყო გამორჩეული. სან-ხოსეში მცხოვრებმა გიგა ქართველმა დღეს ექსკლუზიურად გამოგვიგზავნა ტრიბუნებზე მსხდომი ქართველთა მცირე ჯგუფის ფოტოები, რომლებიც სტადიონზე ჩვენებურების, განსაკუთრებით კი გურამ კაშიას გასამხნევებლად მივიდნენ.
„სან-ხოსეს საშინაო თამაშზე ვიყავით დღეს, სპეციალური ბანერით. იქნებ როგორმე გადავწონოთ ეს შეურაცხმყოფელი აურა. ძალიან გაუხარდა კაშოს და დიდი მადლობა გადაგვიხადა“, – განაცხადა ჩვენთან საუბარში გიგა ქართველმა.
სტადიონზე იმყოფებოდა ასევე ცნობილი ქართველი მუსიკოსი ზაზა კორინთელი (ზუმბა), რომელიც ამჟამად ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.