საკმაოდ დაძაბული გამოდგა საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩი სლოვაკეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, რომელშიც ევროპის ჩემპიონატის მეცამეტეადგილოსნის ვინაობა ირკვეოდა. პირველი პერიოდი 1-1, მეორე კი 3-3 დასრულდა და დიდ შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მესამე პერიოდის დასაწყისში სლოვაკეთი გააქტიურდა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა ჩვენს ნაკრებს, თუმცა ქართველებმა ძალების მობილიზება მოახერხეს და მეტოქის ამ გაქცევას სამი უპასუხო გოლით უპასუხეს. შედეგად, მესამე პერიოდი ჩვენი გამარჯვებით, 7-6 დასრულდა.
გადამწყვეტ პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და გუნდებმა რამდენიმე კარგი მომენტი გააფუჭეს, თუმცა პირველი გოლი მაინც საწქართველოს ნაკრებმა გაიტანა და საერთო ანგარიში 8-6 გახდა.
ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეცამეტე ადგილი დაიკავა.