ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ქართველმა კუდოისტებმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს, – ინფორმაციას ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
შეჯიბრება სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გაიმართა. საქართველოდან ტატამზე 14 სპორტსმენი გავიდა. მათგან 12-მა მონაწილემ მედლის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ნაკრების რიგებში ორი გოგონა ასპარეზობდა და ორივემ მედალი აიღო.
მთლიანობაში, ქართველი კუდოისტების ანგარიშზე 3 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. ტურნირის გამარჯვებული გიორგი ჟვანია, ლუკა აჩბა და საბა მარკელია გახდნენ.
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ვასილ დვალაძე, თორნიკე კურტანიძე, მარიამ ნანავა, ანჟელა მომცელიძე, დიტო ბერაია და გიორგი ძვაბავა, ხოლო ბრინჯაოს დევან დარასელია, გიორგი ხარატიშვილი და ანდრია ზუხბაია დასჯერდნენ.