თორნიკე ახვლედიანი ესპანურ კლუბში, „ლეგანეს B“-ში 2018 წლის ზაფხულში, აგვისტოში ჩაირიცხა. მაგრამ ის რანგით მესამე გუნდში გამოდიოდა და „ლეგანესეს“ დუბლშემადგენლობაში ახლახანს დააწინაურეს.
19 წლის ქართველმა დუბლშემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა და თავი სადებიუტო მატჩში, თანაც მსოფლიო ფეხბურთის გრანდთან გამოიჩინა. ახვლედიანის კლუბი „ლეგანესე“ მადრიდის „რეალის“ 19 წლამდელთა გუნდს შეხვდა და თორნიკემ დებიუტი გატანილი გოლით აღნიშნა.
90-ე წუთზე მადრიდელები 3:0-ს იგებდნენ, როდესაც ახვლედიანმა საჯარიმოსთან ბურთი მიიღო და ზუსტად დაარტყა. აქვე ვიტყვით, რომ თორნიკე ესპანეთში გადასვლამდე, საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ გამოდიოდა.