ქართველმა პარამოცურავემ, თათია კალანდაძემ ბერლინში ორი მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ქართველმა პარამოცურავემ, თათია კალანდაძემ ბერლინში ორი მედალი მოიპოვა #1TVSPORT

პარაცურვაში ბერლინის მსოფლიო სერიის ტურნირზე, Swiming World Series Berlin 2023-ზე ქართველმა პარასპორტსმენმა, თათია კალანდაძემ ორი მედალი მოიპოვა.

კალანდაძემ SB 11 კატეგორიაში, 200 მ დისტანციაზე ბრასით ცურვაში – ვერცხლის, ხოლო ამავე კატეგორიაში 50 მ დისტანციაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.