ქართველმა მსაჯმა, გიორგი ყრუაშვილმა კონფერენს ლიგაზე პაოკ-ისა და „ჰიკის“ შეხვედრა განსაჯა #1TVSPORT
უეფა-ს კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრა ბერძნულ პაოკ-სა და ფინურ „ჰიკს“ შორის ქართველ მსაჯთა ბრიგადამ განსაჯა.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო, რომელსაც ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია უწევდნენ, მეოთხე მსაჯად კი ალეკო აფციაურმა იმუშავა.
ამ მატჩამდე ბერძნულ კლუბს კონფერენს ლიგის პლეი ოფში თამაში გარანტირებული ჰქონდა, ფინელებს კი ჯგუფურ ეტაპზე პირველი მოგების იმედი ჰქონდათ.
პაოკ-მა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და ფინური გუნდი 4:2 დაამარცხა. ყრუაშვილმა მატჩში ორჯერ გამოიყენა ყვითელი ბარათი.