ქართველმა მრბოლელმა ჩინეთში „ფორმულა რენოს ტესტებზე“ საუკეთესო დრო აჩვენა
ქართველმა მრბოლელმა ჩინეთში „ფორმულა რენოს ტესტებზე“ საუკეთესო დრო აჩვენა

ქართველი მრბოლელი, ფორმულას კლასში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, სანდრო თავართქილაძე ჩინეთში, ფორმულა რენოს ტესტებზე იმყოფებოდა. სამ დღიანი ტესტების გავლის დროს მის გვერდში მისი მწვრთნელები დათა ქაჯაია და ოთო თავართქილაძე იყვნენ.

საბოლოოდ სანდრომ ტესტების დღეს საუკეთესო დრო აჩვენა, ტესტები გაიარა და ის 2019 წლის„ეი-ეფ-ერ“-ის (AFR) ჩემპიონატში მონაწილეობას „ბლექარტს რეისინგის“ (BlackArts Racing) გუნდის შემადგენლობაში მიიღებს.

ჩინეთში წარმატებულად გამოსული სანდრო თავართქილაძე და მისი გუნდი საქართველოში დღეს ბრუნდება.️️

დატოვე კომენტარი