ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით მოასპარეზე გუნდურ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა მერვედფინალში აშშ-ს ნაკრების დამარცხების შემდეგ მორიგი სენსაცია შემოგვთავაზეს – ჩვენმა ბიჭებმა მეოთხედფინალში ირანის გუნდი დაამარცხეს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 4-ე ადგილზეა, ანგარიშით 45-37.
ნახევარფინალში ჩვენი გუნდი მსოფლიო რეიტინგის ლიდერ სამხრეთ კორეის ნაკრებთან დამარცხდა, ხოლო მესამე ადგილისთის მატჩში – უნგრეთთან და საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.