ქართველმა მოჭიდავეებმა სტამბოლის სარეიტინგო ტურნირზე ორი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სტამბოლში, სარეიტინგო სერიაში შემავალ სეზონის პირველ ტურნირზე ორი მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები თურქეთში არასრული შემადგენლობით გაემგზავრა და ვერცხლისა და ბრინჯაოს სინჯის თითო-თითო მედლებს დასჯერდა.
57 კგ წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, 70 კგ-ში მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილმა კი – მესამე.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს, რომელსაც 28-30 მარტს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.