ქართველმა მოჭიდავეებმა ნიცას ტურნირზე ექვსი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ანრი დელანის გრან პრიზე ექვსი მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) და ნიკა ბერულავამ (125 კგ) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. გიორგი ჭოლაძე (70 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), გიორგი ღონიაშვილი (61 კგ) და ევსემ შველიძე (79 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
22 იანვრიდან შეჯიბრებაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ:
55 კგ – აკაკი ოსიაშვილი
60 კგ – ფრიდონ აბულაძე
63 კგ – ბექა გურული
67 კგ – ლევან ქავჟარაძე
72 კგ – ნიკა ყორშია
77 კგ – ხვიჩა ანანიძე
82 კგ – ბექა მამუკაშვილი
87 კგ – აივენგო რიკაძე
97 კგ – გიორგი ქაცანაშვილი
130 კგ – სულხან ბუიძე