ბულგარეთში გამართულ დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდული შემადგენლობით იასპარეზა და ჯამში 12 მედალი – 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვა.
ბერძნულ-რომაულ სტილში ნაკრებიდან ტურნირის ჩემპიონი გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები ნიკოლოზ ჭიკაიძემ (77 კგ) და ბაკურ გოგოლმა (82 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ) და თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) გახდნენ.
თავისუფალ მოჭიდავეთა ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია, ჩემპიონები გიორგი ელბაქიძე (70 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალს თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ) დასჯერდა, მესამე საპრიზო ადგილები ვლადიმერ გამყრელიძემ (74 კგ) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ) დაიკავეს.
გოგონებიდან კი ბრინჯაოს მედალი თეონა ჯანდაგაშვილმა (59 კგ) მოიპოვა.