ქართველმა მოჭიდავეებმა ბაქოდან რვა მედალი ჩამოიტანეს
ქართველმა მოჭიდავეებმა ბაქოდან რვა მედალი ჩამოიტანეს
ბაქოში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა რვა სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრის დასკვნით დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ფაცინაშვილმა (65 კგ), ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე – ნუკრი ბენიძემ (51 კგ). ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ფესტივალის პირველ დღეს ვერცხლის მედლები თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (55 კგ). დაისაკუთრეს, მეორე დღეს კი თავისუფალ ჭიდაობაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ლუკა გუგეშაშვილმა (48 კგ) და დავით აბდალაძემ (60 კგ), მოიპოვეს, ხოლო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ასეთივე შედეგები ხვიჩა აბულაძემ (48 კგ) და ნიკა ბროლაძემ (60 კგ) დააფიქსირეს.