ქართველმა მოჭადრაკეებმა ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
ქართველმა მოჭადრაკეებმა ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ევროპის სასკოლო პირველობაზე საქართველოს ნაკრები მონაწილეთა მიერ მოპოვებული მედლების ჯამური რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა.
6 წლის დავით თათვიძემ 9-დან 9 გამარჯვება მოიპოვა და სამი ქულით გაუსწრო მის მეტოქეს, რაც იშვიათი შემთხვევაა.
9 წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ტიტული ბათუმელმა კესარია მგელაძემ მოიპოვა.
7 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7 ქულით ბრინჯაოს მედალი ენი მაჭავარიანმა დაისაკუთრა, ასევე მესამე ადგილზე 15 წლის ნია დონღვანი გავიდა.
ჩემპიონატის პარალელურად, მოთამაშეებმა ე.წ. ელვისებრ ჭადრაკშიც მოსინჯეს საკუთარი ძალები. 9 წლამდე გოგონათა შორის 7-დან 5,5 ქულით ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მართა სორდიას გადაეცა. 13 წლამდე გოგონათა შორის ანა მამარდაშვილი და 11 წლამდე ჭაბუკთა შორის 9 წლამდე ალექსანდრე კვიციანი და დავით ნემსაძე მეორე ადგილებს დასჯერდნენ.