საქართველოს ფრენბურთელ ვაჟთა ნაკრებმა 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეოთხე შეხვედრა გამართა და ისევ მარცხი იწვნია. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გამართული მატჩი სტუმრების სრული უპირატესობით წარიმართა და 0-3 (13-25, 13-25, 14-25) დასრულდა.
ამრიგად, ბელარუსმა თავისი ერთპუროვნული ლიდერობა გაიმყარა (4 მოგება 4 შესაძლებლიდან) და შესარჩევის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჯგუფში გამარჯვების უპირველესი კანდიდატია. მეორე ადგილზე ესპანეთის ნაკრებია, მესამეზე – ნორვეგია, ხოლო საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილს იკავებს.