ქართველმა არბიტრებმა კონფერენს ლიგაზე იმსაჯეს #1TVSPORT
ქართველმა არბიტრებმა კონფერენს ლიგაზე იმსაჯეს #1TVSPORT

27 ივლისს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურნენ.

უნგრული „კეჩკემეტისა“ და ლატვიური „რიგის“ შეხვედრა ირაკლი კვირიკაშვილმა განსაჯა, რომელსაც ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ჩიგოგიძე უწევდნენ, მეოთხე არბიტრი დავით ხარიტონაშვილი იყო. ბელგიური „ბრიუგესა“ და დანიური „ორჰუსის“ დაპირისპირებაზე კი უეფა-მ გოგა კიკაჩეიშვილი მიავლინა, რომელსაც დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია ეხმარებოდნენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ირაკლი ხერხაძე გახლდათ.

ქართველ არბიტრებს სიმკაცრე არ გამოუჩენიათ: „კეჩკემეტმა“ „რიგა“ 2:1 დაამარცხა, კვირიკაშვილმა ფეხბურთელებს ოთხი ყვითელი ბარათი აჩვენა. „ბრიუგემ“ კი „ორჰუსს“ 3:0 სძლია, კიკაჩეიშვილმა ყვითელი ბარათი მხოლოდ სამჯერ გამოიყენა.