ქართველმა 21-წლამდელებმა გასვლაზე გიბრალტარი დაამარცხეს - ახალგაზრდული ნაკრები მეორე ადგილს ინარჩუნებს #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილი შეინარჩუნა.
რამაზ სვანაძის გაწვრთნილებმა თამაში დამაჯერებლად დაიწყეს და 22-ე წუთზე დაწინაურდნენ. ლაშა ოდიშარია მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში შეიწია და ზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმში „ჯვაროსნებმა“ უპირატესობა გაზარდეს, 75-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც „ფროზინონეს“ თავდამსხმელმა, გიორგი კვერნაძემ შეასრულა და ანგარიში 2:0 გახადა.
6 ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 13 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ნიდერლანდებს (21) ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან შვედეთს 3 ქულით ასწრებს.