საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფება, სადაც ამ ქვეყნის თანატოლთა ნაკრებთან ორი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა.
პირველი სპარინგი ორიოდე წუთის წინ დასრულდა და ქართველებმა დიდი უპირატესობით მოიგეს. შეხვედრა ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მეექვსე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა. მართალია, 31-ე წუთზე მაკედონიელებმა პენალტით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 35-ე და 36-ე წუთზე რამაზ სვანაძის გუნდმა კიდევ ორი გაიტანა და ტაიმი 3:1 მოიგო. მეორე ნახევარში, 65-ე და 79-ე წუთებზე ქართველებმა მასპინძელთა კარი კიდევ ორჯერ აიღეს და საბოლოოდ, დიდი ანგარიშით, 5:1 მოიგეს.
რამაზ სვანაძის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეორე ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს. ისევე როგორც პირველი დაპირისპირება, ეს მატჩიც 28 თებერვალს სკოპიეში გაიმართება.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის მესამე ჯგუფში შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით საფრანგეთი უმასპინძლებს.