ქართველის სუპერგოლი საუკეთესოდ აღიარეს - მარგველაშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდა #1TVSPORT
გაგი მარგველაშვილს ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში კარგი თამაში და პირველი გოლი დაუფასეს – 25 წლის ქართველი მცველი 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, ხოლო მისი გოლი – ტურის გოლად აღიარეს.
ქართველი მცველის გუნდმა „შკუპიმ“ 27 ტურში „ბორეცი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო მან 82-ე წუთზე ულამაზესი „მაკრატელა“ გაიტანა. 25 წლის მარგველაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში გამოცემა „ეკიპმა“ დაასახელა.
რაც შეეხება ტურის გოლს, ამის შესახებ გამოცემა წერს:
„ტურის გოლი გაგი მარგველაშვილმა („შკუპი“) გაიტანა – „შკუპი“ ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში ჩემპიონის ტიტულისკენ მიიწევს მას შემდეგ, რაც გუშინ, 27-ე ტურში, შინ „ბორეცთან“ გამარჯვება იზეიმა 3:1. ამ მატჩში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაგა მარგველაშვილმა თავი „მაკრატელითი“ გატანილი ულამაზესი გოლი გამოიჩინა“.