ქართველის საგოლე პასი თურქეთში - ლობჟანიძის „ანკარაგუჯუ“ დამარცხდა [ვიდეო]

საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში მორიგი სასარგებლო მოქმედებით გამოიჩინა თავი, მაგრამ ამანაც ვერ უშველა მის გუნდს, „ანკარაგუჯუს“, რომელიც დიდი ანგარიშით დამარცხდა.

აუტსაიდერი „ანკარაგუჯუჰატაისანტაკია ატატურკზემეხუთეადგილოსანჰატაისპორს“ ესტუმრა და 4:1 დამარცხდა. თუმცა, თავიდან დაწინაურდა. მე-16 წუთზე, საქართველოს ნაკრების შემტევმა ბურთი ფლანგზე მიიღო და კარის წინ ნორვეგიელი თავდამსხმელი, ტორგეინ ბიორვენი მოძებნა, რომელმაც ანგარიში გახსნა.

თუმცა, მერე „ჰატაისპორმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. სენეგალელი მამე ბირაფ დიუფის და ნიგერიელი დევით აკინტოლას დუბლებით წონასწორობაც აღადგინა, სტუმართა კარში კიდევ სამი გოლი გაიტანა და დამაჯერებლად გაიმარჯვა 4:1.

ანკარაგიუჯუს” წაგების მიზეზი ისიც იყო, რომ 46-ე წუთზე განელი ნახევარმცველი ჯოზეფ პეინტსილი გაუძევეს.

საბა ლობჯანიძის გუნდი 27 ტურის შემდეგ 20 ქულით ბოლო, 21-ე ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია.