ქართველი ყაზახეთში დააფასეს - კვეკვესკირი ისევ სიმბოლურშია
ქართველი ყაზახეთში დააფასეს - კვეკვესკირი ისევ სიმბოლურშია
ნიკა კვეკვესკირი ყაზახეთის პრემეირლიგის მე-16 ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს – ინფორმაციას ყაზახური გამოცემა „სპორტი“ ავრცელებს.
 
საქართველოს ნაკრებისა და კოსტანაის „ტობოლის“ საყრდენი ნახევარმცველი ყაზახეთში საუკეთესო სეზონს ატარებს. „ტობოლი“ ყაზახური პრემიერლიგის მე-18 ტურში გასვლაზე „ჟეტისუს“ ეწვია და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. კოსტანაელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა – ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს, ერთადერთი გოლი კი სტუმრებმა კვეკვესკირის მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ გაიტანეს.
„ტობოლმა“ 38 ქულა დააგროვა, „ასტანას“ გაუთანაბრდა და პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ამ გამარჯვებაში „სპორტმა“ ქართველის წვლილი გამოარჩია.
„კოსტანაელთა შეტევების უმრავლესობა ნიკას გავლით იწყებოდა. ქართველი კარგი იყო ბურთის ართმევაში და საკუთარ ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა“, – ლაკონურად გამოარჩია „სპორტმა“ ქართველის თამაში.