ქართველი წყალბურთელების პირველი გამარჯვება

ბარსელონაში, ევროპის საწყალბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეცამეტე ადგილისთვის მიმდინარე პლეიოფის პირველ მატჩში  ჩვენმა სპორტსმენებმა თურქეთის ნაკრები დაამარცხეს და ახლა, გადამწყვეტ შეხვედრაში, სლოვაკეთსა და მალტას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

ჩვენი მეტოქე დღესვე გაირკვევა, მეცამეტე ადგილისთვის გადამწყვეტი თამაში კი 24 ივლისს გაიმართება.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, საქართველოს ნაკრებმა პირველივე წუთებიდან იგდო ხელთ უპირატესობა და მატჩის ბოლომდე საკუთარი გამარჯვება ეჭვქვეშ არც ერთხელ არ დაუყენებია.  საბოლოო ანგარიშია 15:10 (6:3, 1:1, 3:3, 5:3) საქართველოს სასარგებლოდ.

LIVE Stream