„ბორჯღალოსნებმა“ დღეს ინგლისის ნაკრებთან ერთად პირველი ერთობლივი წვრთნა გამართეს, სადაც მორკინალები და უკანახაზელები სხვადასხვა კომპონენტების დახვეწაში ვარჯიშობდნენ.
ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც ერთმანეთს ორივე ნაკრების უკანახაზი ეთამაშებოდა, ქართველმა მორაგბეებმა ბურთი ხაზზე კარგად ჩაათამაშეს და მეტოქეს ეფექტური ლელო დაუდეს.
საქართველოს და ინგლისის ნაკრების წევრები ოქსფორდში ვარჯიშობენ. ედი ჯონსმა გუნდში 25, ხოლო მილტონ ჰეიგმა კი 30 მორაგბეს უხმო (16 მორკინალი, 14 უკანახაზელი). გუნდები ხვალაც ერთად ივარჯიშებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ინგლისის ნაკრებებს შორის მსგავსი თანამშრომლობა შარშანაც შედგა.