უნგრეთში გამართულ ღია ჩემპიონატეზე სინქრონულ ცურვაში ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
ტურნირში მონაწილეობა მასპინძელი უნგრეთის, ასევე ისრაელის, საბერძნეთის, ფინეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, ყაზახეთის, სერბეთის, ავსტრიის და საქართველოს წამომადგენლებმა მიიღეს. მედლებისთვის ჯამში 470 სპორტსმენი იბრძოდა.
საქართველოდან უნგრეთის ღია პირველობაზე მონაწილეობა ოთხმა მოცურავემ მიიღო. 2009 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის ურთულესი პროგრამის შესრულებით პირველი ადგილი ნია ნათობაძემ და თეკლა გოგილიძემ დაიკავეს.
13-15 წლიანების კატეგორიაში მარიამ ალავიძე და ანა გვასალია ტურნირის 204 მონაწილე სპორტსმენს შორის ფიგურებში მე-13, ხოლო დუეტებში მე-4 ადგილზე გავიდნენ.