ქართველი სპეციალისტი რუმინეთის ნაკრებში - ლაშა თავართქილაძე „მუხების“ შერკინებას გაწვრთნის
რუმინეთის მორაგბეთა ნაკრების შერკინებას ლაშა თავართქილაძე გაწვრთნის. აღნიშნულ ონფორმაციას რუმინეთის რაგბის კავშირის „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„რუმინეთის ნაკრების შერკინების მწვრთნელი ლაშა თავართქილაძე გახდა. საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი „ბუქარესტის“ შერკინების მწვრთნელი „სუპერლიგის“ 2017-18 წლების სეზონისას იყო“, – წერია განცხადებაში.
თავართქილაძეს „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში ცხრა კეპი აქვს მოხვეჭილი. რუმინეთში წასვლამდე, იგი „დიდი 10“-ის კლუბ „არმიას“ წვრთნიდა.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 9 თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.