დღეს, 26 მარტს, 17:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ნაკრები აშშ-დან დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატის სამხედრო ბაზა „კემპ ლეჟუნზე“ გამართულ საზღვაო ქვეითთა თამაშებში მიიღეს მონაწილეობა და სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ქართველმა დაშავებულმა სამხედროებმა სპორტის 6 სახეობაში – ხელის ველოსიპედით შეჯიბრში, ტრენაჟორით ნიჩბოსნობაში, სირბილში, ცურვაში, პნევმატური იარაღით სროლასა და პარაკალათბურთში იასპარეზეს და საერთო ჯამში 21 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 6 ოქრო, 6 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.