ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
თორნიკე ოქრიაშვილის ზუსტად შესრულებული პენალტი საქართველო-ბელარუსის შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა და ჩვენმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო – 1:0
შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ქომაგების დასწრება არ იყო ნებადართული და ქართველი გულშემატკივრები „დინამო არენას“ გარშემო შეიკრიბნენ.
მძიმე და დაძაბული შეხვედრის დასრულება თბილისის ქუჩებში საერთო, სახალხო ზეიმში გადაიზარდა.
„ევრო 2020“-ის პლეიოფის მატჩი, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი, საქართველოს ნაკრებმა გამოიყენა და მთავარ ევროპულ ტურნირს მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს.
ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად, საქართველოს ეროვნული გუნდი კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.