საფრანგეთის ქალაქ ბერკ-სურ-მერში 25 მაისიდან წოლჭიმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობას 37 ქვეყნიდან 205 პარასპორტსმენი იღებდა, ქართველმა წოლმჭიმელებმა იაგო გორგოძემ და აკაკი ჯინჭარაძემ საუკეთესო შედეგები აჩვენს. იაგო გორგოძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, აკაკი ჯინჭარაძე – ბრინჯაოსი.
შეგახსენებთ, რომ იაგო გორგოძე არის (პარასპორტის სახეობა წოლჭიმი) პარაოლიმპიურ სპორტის სახეობებში პირველი ქართველი პარასპორტსმენი, რომელმაც 2008 წლის პეკინის პარალიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.