ქართველი პარატაეკვონდოისტები ევროპის პარალიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
როტერდამში მიმდინარე ზაფხულის ევროპის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარატაეკვონდოისტები ლია ჩაჩიბაია (47 კგ) და ანა ჯაფარიძე (52 კგ) ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებენ.
შეჯიბრების ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე ჩვენი გუნდის ანგარიშზე უკვე შვიდი მედალია და შვიდივე პარაძიუდოს ნაკრების წევრებმა მოიპოვეს.
ტურნირზე სულ 45 ქვეყნის 1500 პარაათლეტი ასპარეზობს. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობაზე პარასპორტის ოთხ სახეობაში (ძიუდო, სროლა, მშვილდოსნობა და ტაეკვონდო) 27 პარაათლეტითაა წარმოდგენილი.