საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პიონჩანგში მიემგზავრება.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში დღეს ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ორი ქართველი ოლიმპიელი ნინო წიკლაური და იასონ აბრამაშვილი ესწრებონდნენ, სადაც მათ ოლიმპიური ფიცი დადეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიური გუნდი სამხრეთ კორეაში 4 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი:
სამთო-სათხილამურო სპორტი – იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური. საციგაო სპორტი – გიორგი სოღოიანი და ფიგურული სრიალი – მორის ყვითელაშვილი.
პიონჩანგში საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფიც მიემგზავრება და ოლიმპიადასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს უწყვეტ რეჟიმში შემოგთავაზებთ.