ქართველი მწვრთნელები უცხოეთში | შოთა მახარაძის „პეტროკუბი“ მოლდოვის ჩემპიონობისთვის იბრძვის #1TVSPORT
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში კახა ცხადაძის „გაბალამ“ 3:0 დაამარცხა ოთარ აფციაურის „ქიაფაზი“ და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ხუთი ტურის შემდეგ „გაბალა“ მეცრე ადგილზეა. აფციაურს ამ შეხვედრაში არ უთამაშია.
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა კვიპროსის ჩემპიონატში „ახნასს“. მეორე ნახევარში გუნდმა გოლი გაუშვა, კაცნაკლული დარჩა და საბოლოოდ 0:2 დამარცხდა. ქართველი სპეციალისტის კლუბი ამ დროისთვის მე-12 პოზიციაზეა.
მოლდოვის სუპერლიგაში შოთა მახარაძის გაწვრთნილმა „პეტროკუბმა“ ბუიუჩანის „დაჩია“ სტუმრად 2:0 დაამარცხა. 13 ტურის შემდეგ მახარაძის გუნდს 27 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო ლიდერ „შერიფს“ (27) მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება.
დღეს შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ თურქეთის სუპერლიგაში ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლებს.