კორეის ქალაქ ჩანგვონში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ლიზი კილაძესთან ერთად ჩვენი მეორე მონაწილე ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძეც შევიდა, თუმცა საბოლოოდ 130.5 ქულით მე-7 ადგილზე დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ ოქტეტში ორ-ორი წარმომადგენელი მხოლოდ საქართველოს და კორეას ჰყავდა. ფინალში კილაძე მერვე შედეგით (569) შევიდა.
თან კილაძეს თაბარქულიან რუს იანა ენინასთან დამატებითიმაჩვენებლები წაეხმარა. ქართველს ბოლო სერიაში 98 ქულა ჰქონდა, რუსს – 96. კილაძეს უფრო მეტი 10-იანიც ჰქონდა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუციბერიძემ ცალკეულ სერიებში 93, 97, 97, 95, 97 და 92 ქულა მიითვალა და ჯამში 571 ქულა დააგროვა. ასევე 571 ქულა მოაგროვა გერმანელმა ვანესა სეეგრესმაც, თუმცა ქართველის აქტივში მეტი 10-იანი იყო და მესამე პოზიციაც მას დარჩა, წინ კი კორეელი ჰიუნიოუნ იოო (576 ქულა) და ფრანგი კამილე იედრზიევსკი (573) იყვნენ.
საკვალიფიკაციოში კილაძის შედეგები ასეთია: 94, 93, 94, 94, 96, 98 და ჯამში 569 ქულა.
ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი 237.9 ქულით თურქი იაიდა სევაი ტარჰანი გახდა , ვერცხლი კი 234.5 ქულით კორეელმა გაუენ ჩოომ მოიპოვა. კორეელი სამშაბათს შერეულ წყვილებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.