ქართველი მსროლელები 29 იანვრიდან ჯაკარტაში მსოფლიო თასის გათამაშების პირველ ეტაპზე იასპარეზებენ #1TVSPORT
ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ტყვიის სროლაში მსოფლიოს თასის გათამაშების რიგით პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც ასევე სალიცენზიო ტურნირი გახლავთ.
ჩვენი მსროლელები ძალებს 29 იანვრიდან გამოცდიან. ქალებიც და ვაჟებიც თავდაპირველად პირად პირველობაზე გამოვლენ.
ქალთა ნაკრების ღირსებას ნინო სალუქვაძე, მარიამ ფროდიაშვილი და ლიზი კილაძე დაიცავენ, ვაჟთა გუნდის შემადგენლობაში კი ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი და კაკო მოსულიშვილი არიან.