8 მარტს ექვს ერში ქართველებს დებიუტი ექნებათ – ჯერჯერობით მხოლოდ 20-წლამდელების ჩემპიონატში და მსაჯთა ბრიგადით.
უკვე ვწერდით, რომ მეოთხე რაუნდში, ბრედფორდში მასპინძელი ინგლისისა და იტალიის 20-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრაზე მთავარ მსაჯად ნიკა ამაშუკელი დანიშნეს. მოგვიანებით მას ასისტენტებად ასევე ქართველები – შოთა თევზაძე და თორნიკე გვირჯიშვილი დაუნიშნეს.
ბრედფორდის „გოლდინგთონ როადი“ 1886 წლიდან ფუნქციონირებს და 6 ათას მაყურებელს იტევს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ცნობილი სპორტული არხი Sky Sports-ი გადასცემს და ქართველი მსაჯები შეხვედრას დიდი 10-ის სამსაჯო ეკიპირებით მოემსახურებიან.