რაგბის ქართველ მსაჯთა ბრიგადა ნიკა ამაშუკელის, შოთა თევზაძის და საბა აბუაშვილის შემადგენლობით „ჩელენჯ ქაფის“ და „რაგბი ევროპის“ მატჩებს მოემსახურებიან.
ქართველები 16 ნოემბერს ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ლესთერ თაიგერსისა“ და „პოს“ დაპირისპირებას განსჯიან, შემდეგ კი „უოსპსისა“ და „აჟენის“ მატჩზე იმუშავებენ.
ფრანგულ-ინგლისურ დაპირისპირებაში მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება და მას შოთა თევზაძე და საბა აბუაშვილი დაეხმარებიან.
2 ნოემბერს რაგბი ევროპის ალაფაზე შოთა თევზაძე პოლონეთი-გერმანიის შეხვედრას მოემსახურა, სადაც მას კიდეებიდან საბა აბუაშვილი და შოთა ცაგარეიშვილი ეხმარებოდნენ. ქართველმა რეფერიმ უმაღლესი შეფასება მიიღო და ახლა დანიშვნებს მომდევნო წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ელოდება.