ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატზე მე-12 ადგილზე გავიდა
ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატზე მე-12 ადგილზე გავიდა. ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ 1/16 ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-6 ადგილოსნის, იტალიელ ლუკა კურატოლის წინააღმდეგ იასპარეზა, ანგარიშით 10:15 წააგო და მისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა.
სანდრო ბაზაძე 2017 წელს ლაიფციგშიც მე-12 ადგილზე გავიდა, ხოლო 2013 წელს მსოფლიო პირველობაზე მე-16 იყო.
ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში არგენტინელი დი ტელა ანგარიშით 15:7 დაამარცხა.