ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე “Prague Riedell Ice Cup” ქართველმა მოციგურავემ ალინა ურუშაძემ იუნიორთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
თავისუფალ პროგრამაში ურუშაძემ 93,08 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა. მოკლე და თავისუფალ პროგრამებში კი ჯამში 139,87 ქულის მოპოვება შეძლო და მხოლოდ ერთ მეტოქეს ჩამორჩა.
შეჯიბრში 13 ქვეყნის 29 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.