ქართველი მოჭიდავეების მიერ თურქეთში შესრულებული გდებების კოლაჟი [ვიდეო]

თურქეთის ქალაქ სარიგერმეში დასრულებულ პლიაჟის ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი და გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა.

ტურნირზე საქართველო სულ ექვსი სპორტსმენით წარსდგა, რომლებმაც ჯამში ორ-ორი ოქრო-ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.

ჩემპიონები, კოტე ხაბალაშვილი (70 კგ.) და იაკობ მაქარშვილი (80 კგ.) გახდნენ. ვერცხლის მედლებს ირაკლი მწითური (90 კგ.) და თორნიკე ქათამაძე (60 კგ.) დაუფლნენ, ბრინჯაო კი – ჯაბა ყველაშვილს (80 კგ.) ერგო.

როგორც უკვე   აღვნიშნეთ, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი სულ – 16 ქვეყნის, 150 სპორტსმენზე მეტი მონაწილეობდა.