სამი ქართული მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე | სანაპიროს ჭიდაობა
სამი ქართული მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე | სანაპიროს ჭიდაობა

გუშინ, თურქეთის ქალაქ სარიგერმეში, „სანაპიროს ჭიდაობაში“ მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირზე 16 ქვეყნის 150 სპორტსმენზე მეტი დარეგისტრირდა და მათ შორის ექვსი ქართველიც იყო. საქართელოს ღირსებას თურქეთში კონსტანტინე ხაბალაშვილი (70 კგ.), იაკობ მაქარაშვილი და ჯაბა ყველაშვილი (80 კგ.), ირაკლი მწითური (90 კგ.) და როლანდ ანდრიაძე (+90 კგ.) იცავდნენ. ახალგაზრდებს შორის კი თორნიკე ქათამაძე ასპარეზობდა (60 კგ.).

ტურნირის მეორე დღეს ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა. თორნიკე ქათამაძემ (ახალგაზრ. 60 კგ.) და ირაკლი მწითურმა (90 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონატზე „სანაპიროს ჭიდაობაში“ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს კი ჯუმბერ ყველაშვილი (80 კგ.) დაეუფლა.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, ტურნირის ორივე დღის შეხვედრების პირტაპირ რეპორტაჟები მოაწყო და მსურველებს, მისი ხილვა ამ ბმულზე შეეძლოთ.

 

დატოვე კომენტარი