ექვსი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონატზე | სანაპიროს ჭიდაობა
ექვსი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონატზე | სანაპიროს ჭიდაობა

თურქეთის ქალაქ სარიგერმეში, დღეს „სანაპიროს ჭიდაობაში“ მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. ტურნირზე 16 ქვეყნის 150 სპორტსმენზე მეტი დარეგისტრირდა და მათ შორის ექვსი ქართველიცაა. საქართელოს ღირსებას თურქეთში კონსტანტინე ხაბალაშვილი (70კგ.), იაკობ მაქარაშვილი და ჯაბა ყველაშვილი (80 კგ.), ირაკლი მწითური (90 კგ.) და როლანდ ანდრიაძე (+90 კგ.) დაიცავენ. რაც შეეხება მეექვსე ქართველს – თორნიკე ქათამაძე იქნება (60 კგ.), რომელიც ახალგაზრდებს შორის იასპარეზებს.

დღეს მოჭიდავეები წინასწარ შეხვედრებს გამართავენ და ნახევარფინალისტები გაირკვევიან. ხვალ კი ფინალური ორთაბრძოლები გაიმართება.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი -unitedworldwrestling.org – ტურნირის ორივე დღის შეხვედრების პირტაპირ რეპორტაჟებს აწყობს და მსურველებს, მისი ხილვა ამ ბმულზე შეეძლებათ.

 

დატოვე კომენტარი