საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ხვალ უკრაინის დედაქალაქ კიევში გაფრინდებიან, სადაც 10-დან 12 მაისის ჩათვლით „სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა ხსოვნის მემორიალურ გათამაშებაში“ მიიღებენ მონაწილეობას.
გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი იანტბელიძის გადაწყვეტილებით, წონითი კატეგორიების მიხედვით საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:
57 კგ – ლაშა ლომთაძე, რობერტ დინგაშვილი.
61 კგ – თეიმურაზ ვანიშვილი, ოთარ გოგავა, რამაზ თურმანიძე.
70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი, რამაზან მალაკოევი.
74 კგ – ავთანდილ კენჭაძე, ზურაბ ერბოწონაშვილი.
79 კგ – ნიკა კენჭაძე, ტარიელ გაფრინდაშვილი.
86 კგ – სანდრო ამინაშვილი, დავით ფირუზაშვილი, ზაურ ბერაძე.
92 კგ – ირაკლი მწითური.
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე, ზურაბ ურთაშვილი.