საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან მკლავჭიდელები 120 მედლით დაბრუნდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა საერთო ჯამში 120 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.
დიდების კატეგორიაში ნაკრების წევრებმა ოთხი ოქრო, ექვსი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო აიღეს. მათ გუნდური მეორე ადგილიც დაიკავეს.
ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა 53 მედალი და საერთო გუნდური პირველობა მოიპოვეს. მათ 24 ოქროს, 14 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი აიღეს.
პარამკლავჭიდელებიც საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ. მათ ანგარიშზე 23 ოქრო, 20 ვერცხლი და ცხრა ბრინჯაოს მედალი.
მკლავჭიდელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.