ლაზარე კუპატაძემ, შესაძლოა, „მეცში“ ითამაშოს. საქართველოს ნაკრების მეკარე ფრანგულ კლუბთან, ლიგა2-ის „მეცთან“ კონტრაქტის გაფორმებას იმედოვნებს.
ლაზარე კუპატაძე „საბურთალოს“ კაპიტანი გახლდათ და მის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მაგრამ სეზონის დასრულებისთანავე გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა და აღარ გაახანგრძლივა.
პირველი არხის ინფორმაციით, კუპატაძეს საფრანგეთში 10 იანვრამდე ელოდნენ. მაგრამ მოლაპარაკება გაიწელა და ჯერ არ დასრულებულა.
„მეცი“ ლიგა 2-ის გათამაშებაში 41 ქულით პირველ ადგილზეა და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში პირველ ლიგაში ვიხილავთ.