სტამბოლში შოტოკან კარატეს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც დუშეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა 14 მედალი მოიპოვეს.
დავით მამნიაშვილის გაწვრთნილმა ოთხმა ახალგაზრდა კარატისტმა ჩემპიონატზე 4 ოქროს, 7 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიგო.
რაფიელ შუშიაშვილმა ოქროსა (კუმიტე) და ბრინჯაოს (შობუ იპონი) მედალი აიღო, ანი პატრიშვილი ერთ ოქროს მედალს ასევე კუმიტეში დაეუფლა, მეორე კი შობუ იპონში დაისაკუთრა. გარდა ამისა, ანიმ ვერცხლის მედლები გუნდურ კუმიტესა და შობუ სანბონში მოიპოვა.
კუმიტეში კიდევ ერთი ოქროს მედლის მფლობელი ნინი ქადაგიშვილი გახდა, რომელმაც ამასთანავე სამი ვერცხლის მედალი აიღო: გუნდური კუმიტე, შობუ იპონი და შობუ სანბონი.
ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი კი ნათია სინჯარაძემ მოიპოვა, შესაბამისად კუმიტესა და გუნდურ კუმიტეში, შობუ სანბონსა და შობუ იპონში.