სამხრეთ აფრიკაში ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან, ჰოკგკონგთან, ბულგარეთთან, ტაივანთან და თურქეთთან ერთად ასპარეზობს.
კეიპტაუნში გამართულ პირველ შეხვედრაში ქართველი ჰოკეისტები თურქეთს დაუპირისპირდნენ და მეტოქე მარტივად, ანგარიშით 6:2 დაამარცხეს.
შეხვედრის პირველი შაიბა ალექსანდრ ვასილჩენკომ გაიტანა. მეორე ქულა ათიოდ წამში ოლივერ ობოლგოგიანმა მოიპოვა და საქართველო კიდევ უფრო დააწინაურა. ამავე პერიოდში თავი ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა და ივან შვეცოვმაც გამოიჩინეს. მეორე პერიოდი ქართველებმა 1:0 მოიგეს, ხოლო მესამე პერიოდი ფრედ 1:1 დასრულდა, თავი კვლავ ვასლიჩენკომ გამოიჩინა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი გახდა.
ტურნირის გამარჯვებული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გადავა.
ქართველი ჰოკეისტები მომდევნო შეხვედრას 17 აპრილს, ბულგარეთის ნაკრების წინააღგმდეგ ჩაატარებენ.
საქართველოს ნაკრებს წარმატება მამუკა გორგოძემ სოციალური ქსელის მეშვეობით უსურვა –