ქართველი გულშემატკივარი სარაგბო მატჩის სანახავად ედინბურგში ველოსიპედით ჩავიდა
ქართველი გულშემატკივარი სარაგბო მატჩის სანახავად ედინბურგში ველოსიპედით ჩავიდა

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია ქართველი სტუდენტის, სანდრო დათიშვილის შესახებ, რომელიც თბილისიდან ედინბურგში საკუთარი ველოსიპედით ჩავიდა, რათა შოტლანდიასა და საქართველოს შორის სარაგბო მატჩს დაესწროს.

„სპორტის გულშემატკივრები დიდ მანძილებზე დაყვებიან საყვარელ გუნდებს, მაგრამ რაგბის ერთმა გულშემატკივარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი. სანდრო დათიშვილმა ველოსიპედით გაიარა თბილისიდან ედინბურგამდე, რათა შოტლანდიასა და საქართველოს შორის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მატჩს დაესწროს“, – ნათქვამია სტატიაში. – „სანდრო დათიშვილი თბილისში არქიტექტურულ ფაკულტეტზე სწავლობს. მან შეამჩნია, რომ სხვებთან შედარებით საქართველოს ნაკრებს გასვლით მატჩებზე მცირე რაოდენობის გულშემატკივარი დაჰყვება და გადაწყვიტა, ყველასთვის ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია“.

შეგახსენებთ, რომ ტესტ-მატჩი შოტლანდიასა და საქართველოს შორის დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.