ქართველი გოლიათი გენო პეტრიაშვილი შესაძლოა სპარინგის გარეშე დარჩეს
ქართველი გოლიათი გენო პეტრიაშვილი შესაძლოა სპარინგის გარეშე დარჩეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრი ლევან ბერიანიძე, დისკვალიფიცირებული დავით მოძმანაშვილი და საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი გიორგი მეშვილდიშვილი გენო პეტრიაშვილის უმთავრესი კონკურენტის, ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზის და ევროპის შვიდგზის ჩემპიონ ტაჰა აკგულის პირადი და თურქეთის ნაკრების მწვრთნელთა საბჭოს წევრების ზედამხედველობით ვარჯიშობენ და უშუალოდ ტაჰა აკგულის სპარინგ პარტნიორები არიან.

ეს ფოტო ევროპის ჩემპიონატის წინ არის გადაღებული და მაშინ თურქმა გენოს დამარცხება შეძლო. მართალია, მსოფლიოზე რევანში შედგა, მაგრამ ქართველი ფალავნები კვლავ ტაჰას წვრთნის პროცესში იყვნენ ჩაბმულნი. პრობლემა უსწრაფესად მოგვარებას მოითხოვს, რადგან გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდში მოქმედი სპორტსმენებიდან მხოლოდ ელიზბარ ოდიკაძის სპარინგის იმედად რჩება.

ეს ინფორმაცია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს თუმცა დღეს გამოსავალი მხოლოდ ერთია: თავად ქართველმა მოჭიდავეებმა თქვან უარი გენო პეტრიაშვილის კონკურენტის შტაბის წევრები გახდნენ და საქართველოს ნაკრებთან ერთად წვრთნის პროცესი გააგრძელონ.