ქართველი ფეხბურთელების გუნდებმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ​ევროპალიგაზე გადაინაცვლეს #1TVSPORT

12:17, 12.08.2026

ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა – ავსტრიის ვიცე-ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე „ფენერბაჰჩესთან“ საპასუხო მატჩი 0:1 წააგო (პირველი თამაში – 0:2). კიტეიშვილმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა, მამაგეიშვილი კი სათადარიგო იყო.

ანტონ თოლორდავას „კაუნო ჟალგირისი“ ზაგრებში „დინამოსთან“ 0:5 დამარცხდა, ხოლო შინ 10 კაცით დარჩენილ ხორვატებთან 1:2 წააგო. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

19 წლის მეკარე გიორგი ყავლაშვილი ბელგიური „როიალ უნიონის“ განაცხადში იყო „ბოდო-გლიმტთან“ მატჩში. ამ გუნდების პირველი თამაში 3:3 დასრულდა, საპასუხო კი ნორვეგიელებმა 3:2 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

„შტურმი“, „კაუნო ჟალგირისი“ და „როიალ უნიონი“ ბრძოლას ევროპალიგის პლეიოფში განაგრძობენ.

მსგავსი